ხვალ, 20 სექტემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართება კავშირი “საფარის” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილ იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის საბოლოო შედეგები (2016-2017 წწ). ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშს თემებზე: ქალთა უფლებები და ლგბტ პირთა უფლებები.
ეს ანგარიში წარმოადგენს ერთიანი კვლევის ნაწილს, რომელიც ხორციელდება რამდენიმე ორგანიზაციის მიერ და რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი.
მონიტორინგის განხორციელება და ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. ანგარიში მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ (OSGF) ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში.