"საფარის" საქმეები / სიახლეები

იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა – საფარის საქმე

sapari

იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა აქამდე “საფარს” არ ჰქონია.

საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადევნება და მუქარა. ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ამხელს, “საფარს” 25 აპრილს მიმართა. იურისტთან ერთად 1-ელ მაისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. 8 მაისს პოლიციამ კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და დააწესა ელექტრონული ზედამხედველობა. 10 მაისს სასამართლომ დაადასტურა ელექტრონული სამაჯურის გამოყენების აუცილებლობა

იურისტი განმარტავს, რატომ მოითხოვა შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება:

„ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. გარდა ამისა, ადევნება იყო განგრძობადი ხასიათის – ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვეთ ელექტრონული ზედამხვედველობის განხორციელება. მხოლოდ შემაკავებელი ორდერი ვერ უზრუნველყოფა იმ მიზნებს, რა მიზნითაც იგი გამოიცა“.

ელექტრონული ზედამხედველობის მოქმედების ვადად შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა – 1 თვე განისაზღვრა.

“საფარი” აგრძელებს დაზარალებული ქალის ინტერესების დაცვას.

გირჩევთ, წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია ელექტრონულ ზედამხედველობაზე: