ორგანიზაცია საფარში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. ბევრმა ფაქტორმა, რამაც ოჯახის წევრების ერთ სივრცეში ყოფნა გამოიწვია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოფითი კონფლიქტების რაოდენობის ზრდა განაპირობა.
ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით, “საფარმა” საქართველოში სომეხი პროგრამისტების მიერ შემუშავებული ონლაინ აპლიკაციის, Safe YOU-ს გაშვება გადაწყვიტა.
აპლიკაციის მთავარი მიზანია, ძალადობის სიტუაციაში მოულოდნელად აღმოჩენილ ქალს შესაძლებლობა მიეცეს, საშველად გამოიძახოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები, ასევე, სურვილის შემთხვევაში, პოლიცია. აპლიკაცია საშუალებას აძლევს მსხვერპლს, გაკეთდეს ძალადობის მიმდინარე აქტის აუდიოჩანაწერი, რაც მას მოგვიანებით მტკიცებულების სახით სასამართლოში ექნება წარსადგენი.
გარდა ამისა, აპლიკაციას აქვს ფორუმი, რომელზეც დარგის საუკეთესო სპეციალისტები – იურისტები, ფსიქოლოგები, სოცმუშაკები, რეპროდუქტოლოგები პასუხობენ აუდიტორიის შეკითხვებს სხვადასხვა საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით.