“საფარს” პარტნიორი ორგანიზაცია მერსი ქორფსი საქართველოს (Mercy Corps Georgia), აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ როგორც კონკრეტულად “საფარის” საქმიანობასა და სერვისებზე, ისე, ზოგადად, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, სტატისტიკაზე, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესაძლებლობებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ...

15, 16 და 17 მაისს “საფარის” წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა, მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივმა ქალებმა. შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას გავაცანით “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში, დიმიტრი ჩხიტუნიძე. თუ აქამდე ...

20 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა “საფარის” საქმიანობის, სერვისებისა და პლატფორმების შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა ორგანიზაციის იურისტი, ეკატერინე მუზაშვილი, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია აჭარაში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან რეგიონში მცხოვრებ ათობით ქალს გაუწია კონსულტაცია და სამართლებრივი ...

“საფარი” აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს კახეთში. ამჯერად, ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი, ლიკა იმერლიშვილი და კახეთის რეგიონის იურისტი, მარი ზურაბაშვილი ახმეტას ესტუმრნენ. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის მობილური აპლიკაცია Sefe You-ს გაცნობაა. “საფარის” წარმომადგენლები შეხვდნენ კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის, ...

“საფარმა” ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობის, “გოგონების ხმის” წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ორგანიზაციის იურისტები, ცირა ჯგერენაია და თამარ ლუკავა სკოლის მოსწავლეებს ქალზე ძალადობის ფორმებსა და მათ სამართლებრივ რეგულაციებზე ესაუბრნენ. იურისტები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უხსნიდნენ გოგონებს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს, მათზე ...

“საფარის” კახეთის რეგიონის იურისტმა, მარი ზურაბაშვილმა და პროექტების კოორდინატორმა ლიკა იმერლიშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის მობილური აპლიკაცია Sefe You-ს გაცნობა იყო. შეხვედრები ჩატარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის, სიღნაღის იურიდიული დახმარების ...

მობილური აპლიკაცია Safe You უკვე უკრიანულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. საქართველოში მცხოვრებ უკრიანელ ქალებს შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ისარგებლონ აპლიკაციის ყველა სერვისით – დაწყებული SOS ღილაკით, დასრულებული თემატური ფორუმებით. შეგახსენებთ, რომ აქამდე აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო ქართულ, აზერბაიაჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. შეგახსენებთ, რომ ...

ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული უკრაინელების მიმართ. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა ფორმით ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მამაც და მებრძოლ ხალხს. “საფარი” სამშობლოდან საქართველოში იძლებით გადაადგილებულ უკრიანელებს საკუთარ სერვისებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. პირველ რიგში, ეს არის იურიდიული მომსახურება ...

არასამთავრობო და კერძო სექტორი საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად გაერთაინდა. 2 აპრილს, “ორბელიანი საქართველოს” ინიციატივით, 20-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენლები უკრაინაში რუსეთის ომის გამო დროებით, იძლებით გადაადგილებულებს შევხვდით და ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება შევთავაზეთ. “საფარმა” ღონისძიებაზე მოწვეულ უკრაინიელებს მობილური აპლიკაცია Safe You ...

“საფარის” იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტის სამართლის ფაკულტეტის მიწვევით სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა ძალადობის ფორმებსა და მისგან თავდაცვის გზებს. იურისტმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, დეტალურად განიხილა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები ...

“საფარის“ ორგანიზებით, 2021 წლის 13-14 ივნისს პანკისის ხეობაში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან. შეხვედრები ჩატარდა ორ ეტაპად: 13 და 14 ივნისს სოფელ საბუეში, სადაც მონაწილეებს საფარის იურისტი ცირა ჯგერენაია ესაუბრა აპლიკაცია Safe You-ს ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ხოლო საფარის აღმასრულებელმა  ...

2021 წლის 10  და 24 აპრილს, საფარის იურისტმა ცირა ჯგერენაიამ, აპლიკაცია Safe You-ს შესახებ, ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან შეხვედრები გამართა ახმეტაში (ახმეტის  ინოვაციების ცენტრი), ყვარელში (ყვარლის ევროკლუბი) და რუსთავში (რუსთავის სკაუტ  ცენტრი).                 ...

2021 წლის 10 აპრილს, ქალაქ ყვარელში (ყვარლის ევროკლუბში) და ქალაქ ახმეტაში (ახმეტის ინოვაციების ცენტრში), საფარის იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ, ახალგაზრდებთან ერთად გამართა შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აპლიკაცია Safe You -ს შესაძლებლობები, გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის ...

3 აპრილს, ქალაქ ხაშურში, საფარის იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ ახალგაზრდებთან ერთად გამართა შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აპლიკაცია Safe You-ს შესაძლებლობებზე, საჭიროებასა და გამოყენების ინსტრუქციაზე. ასევე, დისკუსიის რეჟიმში განხილულ იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები, გამოვლენის და ...

როდესაც იურისტ ცირა ჯგერენაიას მცირეწლოვანი ბავშვის 26 წლის დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ყოფილი ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, ცირამ მას მობილური აპლიკაცია Safe YOU-ს ჩამოტვირთვა ურჩია. “აპლიკაციის ინსტალაციიდან ორ დღეში, ქალს თავს ყოფილი ქმარი დაესხა მაშინ, როდესაც იგი და მისი სამი ...