2021 წლის 10 და 24 აპრილს, საფარის იურისტმა ცირა ჯგერენაიამ, აპლიკაცია Safe You-ს შესახებ, ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან შეხვედრები გამართა ახმეტაში (ახმეტის ინოვაციების ცენტრი), ყვარელში (ყვარლის ევროკლუბი) და რუსთავში (რუსთავის სკაუტ ცენტრი).
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმებზე და თავდაცვის გზებზე, დეტალურად განიხლეს აპლიკაცია Safe You-ს შესაძლებლობები, ფუნქციები და საჭიროება, გამართეს დისკუსიები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში.