ანგარიშები

კოალიციური ანგარიში ქალთა უფლებების შესახებ

კავშირმა საფარმა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა,  ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, ჰერა XXI–მ და “ალტერნატივა ჯორჯიამ” ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, 29 მაისს ქალთა უფლებების შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის საქართველოს კოალიციური  ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ქალთა მიმართ ძალადობაზე, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ნაკლებობაზე, მარგინალიზებული ქალების პრობლემებზე, მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩევიან უსახლკარო, სექს-მუშაკი, ლბტ და ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები.

185 ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ საქართველო 115–ე ადგილზეა. ISFED-ის წარმომადგენლის, ნინო ლომჯარიას თქმით, მოქმედი საარჩევნო სისტემა და კანონმდებლობა, ვერ უწყობს ხელს ქალთა მეტ პოლიტიკურ ჩართულობას საქართველოში, სწორედ ამიტომ აუცილებელია უფრო ეფექტური და ქმედითი საკანონმდებლო ინიციტაივების შემოღება, როგორიცაა, მაგალითად, სავალდებულო გენდერული კვოტა.

მისი თქმით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომდგენლობასთან საარჩევნო სისტემის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, მიღწეულია კონსესუსი.

ნარკოტიკის მომხმარებლების პრობლემებზე საუბრისას, ალტერნატივა ჯორჯიას მკვლევარმა ირმა კირთაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს კონკრეტული გეგმა ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის ზიანის შემცირების პროგრამების დასაფინანსებლად, რადგან წარმოუდგენელია მუდავ დონორებზე იყვნენ ეს ადამიანები დამოკიდებული.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომდაგნელმა ლინა ღვინიანიძემ კი უსახლკარობის გამომწვევ ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და კოალიციამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვისაც შეიმუშავეს ერთობლივი ანგარიში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სადაც საუბარია ქალთა პოლიტიკური უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ინსტიტუციური მექანიზმის სრულყოფის შესახებ გენდერული თანასწორობის კუთხით.

რუსეცკაიას თქმით, ძალიან ცოტა სამოქმედო გეგმაა ბიუჯეტურად გამყარებული საქართველოში, რაც კონკრტეული მუხლების განხორციელებას უშლის ხელს. მათ შორისაა 1325 რეზოლუციის ერთ–ერთი მიმართულება, რომელიც ეხება დევნილთა ფსიქორეაბილიტაციას.

ანგარიშის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.