არასამთავრობო და კერძო სექტორი საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად გაერთაინდა. 2 აპრილს, “ორბელიანი საქართველოს” ინიციატივით, 20-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენლები უკრაინაში რუსეთის ომის გამო დროებით, იძლებით გადაადგილებულებს შევხვდით და ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება შევთავაზეთ.
“საფარმა” ღონისძიებაზე მოწვეულ უკრაინიელებს მობილური აპლიკაცია Safe You წარუდგინა, ასევე შესთავაზა უფასო იურიდიული მომსახურება. საქართველოში მცხოვრებ უკრიანელებს დეტალურად გავაცანით აპლიკაციის მოხმარების ინსტრუქცია და მისი ყველა შესაძლებლობა – SOS ღილაკი ექსტრემალურ სიტუაციებში დახმარების გამოსაძახებლად, თემატურ ფორუმებში გაწევრიანება მათთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების გასაცნობად, მეგობარ და სანდო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ სპეციალისტებთან – ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, რეპროდუქტოლოგებთან და გინეკოლოგებთან გადამისამართება და კონსულტაცია და ა.შ.
ღონისძებას ესწრებოდნენ უკრაინის ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი საქართელოში ანდრეი კასიანოვი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელ დეგნანი.