საფარი ახალი პროექტის, “ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის სტრატეგიის განსაზღვრა და ცნობიერების ამაღლება” განხორციელებას იწყებს, რომლის მიზანიც საქართველოში ადრეული ქორწინების მავნე პრაქტიკასთან ბრძოლაა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ 2011-2012 წელს 7367 გოგონამ შეწყვიტა საშუალო განათლება, ომბუდსმენი სწორედ ნაადრევ ქორწინებას და მოტაცების შიშს მიიჩნევს განათლების მიტოვების ერთ-ერთ მიზეზად. განსაკუთრებით პრობლემატურ რეგიონად სახელდება ქვემო ქართლი და აჭარა.
საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს ადრეული ქორწინების პრობლემას. გეგმის დამტკიცებამდე კავშირმა “საფარი” წარადგინა შენიშვნები, მათ შორის ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცა იმ ეტაპზე ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ გეგმავდა შემდგომი ცვლილებების შეტანას გეგმაში და ყოველგვარი ცვლილების გარეშეე დაამტკიცა გეგმა მეორე მოსმენით. მანანა კობახიძემ მაშინ განმარტა, რომ ამ თემას მომავალში განათლების სამინისტრო მიხედავდა. სამწუხაროდ არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ პრობლემასთან მიმართებაში. სამოქალაქო ორგანიზაციები და ომბუდსმენი ცდილობენ აქტიურად იმუშაონ ამ საკითხზე მაშინ, როცა ხელისუფლების ჩართულობა მინიმალურია. წინამდებარე პროექტი მოიცავს სახელმწიფო სტრატეგიის პროექტისა და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და ლობირებას ადრეულ ქორწინებაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროექტით გაძლიერდება საკითხის ადვოკატირება, საზოგადოების კამპანიის წარმოება კი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი აზრის ინფორმირებულ ჩამოყალიბებას. “საფარის” მიერ განხორციელებული ეს პროექტი მნიშვნელოვნად წინ წასწევს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას აღნიშნულ პრობლემის რეგულირებასთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანია, აღმოფხვრას ადრეული ქორწინების პრაქტიკა საქართველოში.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგებია:
- ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის შემუშავება.
აქტივობები:
- სამაგიდო კვლევის წარმოება ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკის შესასწავლად.
- ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის შემუშავება.
ამოცანა:
- ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით კანონმდებლობისა და შესაბამისი რეფერირების მექანიზმის პროექტის შემუშავება.
პროექტის ამოცანებია: ნაადრევ ქორწინებასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტის შემუშავება, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით კანონმდებლობისა და შესაბამისი რეფერირების მექანიზმის პროექტის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით.
პროექტის ხანგრძლივობაა 30 ოქტომბერი 2015 – 28 თებერვალი 2016.
პროექტი ხორციელდება პრეზიდენტის ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით.