2 ნოემბერს საფარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრის ბენეფიციარ ქალებსა და გოგონებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა,  ადრეული ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე  ისაუბრეს. ასევე, ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ისეთი პრობლემები მიმოიხილეს, როგორიცაა თვალთვალი, ადევნება და პირადი ინფორმაციის გავრცელება. შეხვედრა შედგა ...

23 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ, აქტივისტებმა აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტებმა გამართეს კონფერენცია – დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება!  კონფერენციის მონაწილეებმა  ადრეული ნიშნობისა და ქორწინების პრობლემაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ადრეული ქორწინების პრევენციისთვის უკვე არსებული კანონის მკაცრად აღსრულების აუცილებლობას და სახელმწიფოსადმი არსებული მოთხოვნები განიხილეს. ...

“საფარმა” ახალგაზრდული ფემინისტური მოძრაობის, “გოგონების ხმის” წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ორგანიზაციის იურისტები, ცირა ჯგერენაია და თამარ ლუკავა სკოლის მოსწავლეებს ქალზე ძალადობის ფორმებსა და მათ სამართლებრივ რეგულაციებზე ესაუბრნენ. იურისტები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე უხსნიდნენ გოგონებს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ფორმებს, მათზე ...

„ქალი, რომელიც მანქანას ატარებს, მოკვდინებულ იქნება“, – ამბობს შეიხი ჰაზიმ მუჰამად ალ-მანშადი. იგი ისე საუბრობს, თითქოს არაფერი ხდება, ხმასაც კი არ უწევს. მისი ტომის, ალ-ღაზის (სამხრეთ ერაყი) დაუწერელი კანონები ასეთია: ქალი, რომელიც მანქანას ატარებს, შესაძლოა, კაცს გადაეყაროს, ეს კი „მის ...

პაკისტანის სასამართლომ დაადგინა, რომ შარიათის კანონის თანახმად, კაცებს შეუძლიათ არასრულწლოვან გოგონებთან დაქორწინება უკვე მას შემდეგ, რაც მათ პირველი მენსტრუაცია დაეწყებათ. დადგენილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს ბავშვთა ქორწინების შეზღუდვის შესახებ. შარიათის კანონი ისლამის რელიგიური კანონია, რომელიც ყურანის სწავლებას ეფუძნება და მოქმედებს, როგორც ...

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ადრეული ქორწინების თავიდან ასაცილებლად ქორწინების ასაკობრივი ზღვარი გაზარდა. ამიერიდან, პირებს, რომლებსაც ჯერ 18 წელი არ შესრულებიათ, ქორწინებისთვის სასამართლოს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. მოსამართლეები ვალდებულნი არიან, დარწმუნდნენ იმაში, რომ ქორწინება არასრულწლოვანი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იქნება ეს ქალი, თუ ...

მალავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. აქ შემორჩენილია ზოგიერთი თემური წეს-ჩვეულება, მათ შორის ბავშვთა ქორწინება და ქალის დამორჩილება. 2003 წელს, ტერეზა კაჩინდამოტო (Theresa Kachindamoto) ამ აღმოსავლურაფრიკული ქვეყნის რეგიონული ოლქის ლიდერად აირჩიეს. 16 წლის მმართველობის მანძილზე, მან ადამიანების დიდი ნდობა მოიპოვა. ...

რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვან გოგონას დმანისის მუნიციპალიტეტში იძულებით ათხოვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა, მშობლები, და ოჯახი უფროსები მას არ უსმენდნენ. მათ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდათ – გოგოს დამორჩილება. უკვე ორი თვეა, რაც მოზარდი ამ მოცემულობის წინაშე იდგა და ...

ბლოგპოსტის ავტორი: ელნურ ნაზიმ არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ დავიწყო! სამი დღის წინ რაც ვიხილეთ ახალგაზრდა პედაგოგის მიმართ, იყო უზარმაზარი მარაზმი, ჩვენს საზოგადოებაში შუასაუკუნეობრივი აზროვნების გაბატონების ერთ-ერთი მაგალითი. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ ვამბობთ, რომ გოგოს ქორწინების მიზნით გატაცება არის დანაშაული. ...

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებული იყო 18 წელი. გამონაკლისის შემთხვევაში, „მშრომელთა დეპუტატების რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეეძლოთ საქორწინო ასაკის შემცირება, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლით“ (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო ...

2017-2018 წლებში, პრეზიდენტის ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, “საფარი” ახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენცია”. ...

ამა წლის 1 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, “საფარი” განახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში”, რომლის ამოცანებია:  ...

როგორც მოგეხსენებათ, „საფარის“ პროექტი „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“, ნოემბერში წარმატებით დაიხურა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი იყო ქვემო ქართლში ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება ქვემო ქართლის 90 სკოლაში, ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ...

გუშინ, 28 ნოემბერს, პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ შეჯამება და დახურვა გაიმართა. პროექტი, რომელიც კავშირმა “საფარი” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა, მიზნად ისახავდა ადრეული ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ ქვემო ...

28 ნოემბერს, პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ შეჯამება და დახურვა გაიმართა. ღონისძიების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. ...