თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს – ირაკლი ა.-სა და ლევან მ.-ს, თავისუფლების 4-4 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, მსჯავრდებულებმა ნიგერიის მოქალაქეებს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც არსებითად მათი უფლებების ხელყოფად განისაზღვრა.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულების პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ის გარემოება, რომ ისინი იყვნენ ნასამართლობის არმქონე პირები და სასჯელის სახით გამოიყენა წარდგენილი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი”, – წერია სასამართლოს განცხადებაში.
ირაკლი ა. და ლევან მ. ფაშისტური დაჯგუფება ბერგმანის წევრები იყვნენ.