წერილის ავტორი ქალი 4 დღეში, 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს სხომას ელოდება. მის ყოფილ ქმარს ბრალი მუქარის მუხლით აქვს წარდგენილი. გასულ წელს, საქალაქო სასამართლომ კაცი გაამართლა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენის გამოცხადებისას თქვა, რომ ვერ წარმოიდგინა, განათლებული და კარიერულად რეალიზებული ქალი, რომელიც ...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ. საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტროს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია 2022 წლის ოქტომბერში დააკისრა. ფინანსთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და “ქვეყნის ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც მეგობარ ქალს ფულს სძალავდა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდა. დაზარალებულმა ქალმა “საფარს” 28 ოქტომბერს მიმართა. ჩვენი ჩართულობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო. კაცი ...

საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის  მსხვერპლი ქალის ე. ბ.-ს ინტერესებს. ის მოძალადე ი. მ.-ს მხრიდან განიცდიდა ადევნებას, მუქარასა და ძალადობას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, მოძალადეს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ი. მ.-მ კვლავ  ...

15 ივლისს, თამთა თოდაძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა ჩატარდა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე – ისანი-სამგორის სამმართველოს XI განყოფილების უფროსი და შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მითითებული მოწმეები თოდაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდგომ, ...

2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა “საფარის” ბენეფიციარის სარჩელი, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის და განქორწინების შესახებ. მოცემული საქმე საინტერესო და სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არის იმ თვალსაზრისით, რომ მხედველობაში მიიღო ...

საფარის ბენეფიციარს, რომელიც ქმართან გაცილებულია, ბავშვის ნახვის დღეებში ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში იმის გამო უჩივლა, რომ ტელეფონზე საუბრისას მან თავის მცირეწლოვან შვილს შენიშვნა მისცა ჩაცმულობის გამო, რომლითაც ბავშვი იმყოფებოდა სკოლაში/ექსკურსიაზე. ამ ინციდენტის გამო, მცირეწლოვანი ბავშვის მამამ დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოწერის ...

ამა წლის 31 მაისს, წერეთლის გამზირზე, მოქმედმა პოლიციელმა ალექსანდრე ჯინჭველაშვილმა ნაქირავებ ბინაში 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მცხოვრებ 34 წლის ელენა ბლაგოდარნაიას ესროლა და დაჭრა, შემდეგ კი მის ყოფილი მეუღლე მოკლა. ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე ორი პირის ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი ცილისწამებისა და რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით წარმოებაში მიიღო. დევდარიანმა 11 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის ჯერ კიდევ 11 ივნისს უჩივლა, თუმცა, 19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ეს სარჩელი დაახარვეზა. დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ 7 ...

2016 წლის 8 თებერვალს, “საფარის” ბენეფიციარმა მიმი ჩინეკემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხებოდა რასობრივი კუთვნილების გამო შევიწროებას. ...

ძალადობის მსხვერპლმა მ. რ.-მ და  მისმა არასრულწლოვანმა შვილმა დახმარებისათვის „საფარს“ მიმართეს. 2017 წლიდან, მ. რ-ისა და მისი არასრულწოლვანი შვილის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომელი სექსუალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  ძალადობას ახორციელებდა. ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდების საქმეზე ორ პირს – ირაკლი ა.-სა და ლევან მ.-ს, თავისუფლების 4-4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ...

ახალი წელი “საფარის” საქმიანობაში წარმატებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციას წარმოებაში ჰქონდა ადგილობრივი მასშტაბით უპრეცედენტო, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე “თამარ სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ”. ...

დღეს, 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თალიკო თხელიძის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. ...