ამა წლის 1 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით, “საფარი” განახორციელებს პროექტს “ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში”, რომლის ამოცანებია:
1) ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის 35 და კახეთის 9 სკოლაში აზერბაიჯანელი წარმომავლობის ახალგაზრდების და მშობლების აქტიური ჩართულობით.
2) ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ადვოკატირების შეხვედრა ადრეული ქორწინების პრევენციის შესახებ.
პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ქვემო ქართლისა და კახეთის აზერბაიჯანელი მოსწავლეების მშობლებთან. შეხვედრები გაიმართება ადრეული ქორწინების საკითხებზე და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მავნე პრაქტიკაზე.
პროექტი ხორციელდება პრეზიდენტის ფონდისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით.