2021 წლის 10 აპრილს, ქალაქ ყვარელში (ყვარლის ევროკლუბში) და ქალაქ ახმეტაში (ახმეტის ინოვაციების ცენტრში), საფარის იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ, ახალგაზრდებთან ერთად გამართა შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან და გოგონებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აპლიკაცია Safe You -ს შესაძლებლობები, გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე და თავდაცვის გზებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული აპლიკაცია ქალების მიერ ძალადობისაგან თავდასაცავად.
შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა ერთამენთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილებები და პრობლემები, რომელიც ადგილობრივ ქალებს და გოგონებს აწუხებთ, და ისაუბრეს მათი გადაჭრის შესაძლებლობებზე.