სექსუალობა / სექსუალური ძალადობა

ტეს ჰოლიდეი Cosmopolitan-ის ყდაზე მოგვევლინა

პლუს საიზ მოდელი და მოძრაობა #EffYourBeautyStandards-ის აქტივისტი ტეს ჰოლიდეი პირველად აღმოჩნდა ბრიტანული Cosmopolitan-ის ყდაზე. ამასთან დაკავშირებით, მან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბოლო წლების მანძილზე გამოვლილი სირთულეების შესახებ ისაუბრა.

ჰოლიდეიმ აღნიშნა, რომ ბოლო დროს, თვითშეფასებასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გაუჩნდა; მისმა წონამ აქამდე არნახულ ნიშნულს მიაღწია. მოდელის თქმით, მას თავისი მაგალითით იმ პლუს საიზ მოდელების შთაგონება სურს, რომლებსაც მასავით სამი მილიონი გამომწერი არ ჰყავთ.

https://www.instagram.com/p/BnEMllvBVXX/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_loading_state_control

“ახლა მეც COSMO GIRL ვარ! დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ამას ვწერ. მე რომ სიყმაწვილეში ამ ჟურნალის ყდაზე ჩემნაირი გოგონები მენახა, ეს ჩემს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლიდა. ვიმედოვნებ, ჩემი მაგალითი თქვენც შთაგაგონებთ!”, – წერს ტესი თავის ინსტაგრამზე.

გარდა ამისა, ჰოლიდეიმ დაწვრილებით ისაუბრა მის თავს გადამხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ (ადრე, მან ეს შემთხვევა თავის წიგნსა და ინსტაგრამზე მოიხსენია). Cosmopolitan-ის ბეჭდურ ვერსიაში განთავსებულ ინტერვიუში, მოდელი გვიამბობს, თუ როგორ გააუპატიურა იგი ორჯერ მისმა ნაცნობმა კაცმა. ტესის თქმით, კაცი მას თავს არ ანებებდა, მიუხედავად უარისა, და დაჟინებით უმეორებდა, რომ გოგონას “არჩევანი არ ჰქონდა”.

cosmopolitan.com/uk