მიმდინარე წლს 8 ივლისს, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს.  სავარაუდოდ მოძალადე არ ყოფილა მხოლოდ ერთი კაცი. შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოძალადეებმა მას წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ...

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის ...

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის 26 წლის კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 5 მაისს გამოაცხადა. დაზარალებული ქალი 24 წლისაა. მან “საფარს” დახმარებისთვის 2022 წლის აგვისტოში, შემთხვევიდან ორ კვირაში მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი დიდი ხნის განმავლობაში ...

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა. შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. როგორც ამბობს, მშიერი იყო, რის გამოც მალე დათვრა ...

დღეს, 6 თებერვალს, ჟენევაში გაიხსნა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რიგით 84-ე სესია. სესიაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია. პატარაიამ ისაუბრა თანასწორობის კოალიციის სახელით და თავის გამოსვლაში ყურადღება ...

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლსა და არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის 45 წლამდე კაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება კაცს ძალადობის 17 ეპიზოდს ედავებოდა, რომელთაგან 14 ეპიზოდში სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქმის მასალების მიხედვით კაცი მოზარდ გოგოზე 5 წლის განმავლობაში, 9-დან 14 წლამდე ...

ერთი თვის წინ, “საფარმა” კონკურსი გამოაცხადა გრაფიკული პოსტერის შექმნაზე, რომელიც სქესობრივ ურთიერთობებში თანხმობის გადამწყვეტ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. კონკურსში მონაწილე ნამუშევართა შორის, სამი საპრიზო პოსტერი შეირჩა: 1. თეკო მამალაძე; 2. მარიამ მუმლაძე; 3. გირგი აბაშვილი. საფარი კონკურსის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის ...

ელენე ნაკაიძე სქესობრივი ძალადობა და გაუპატიურება ომის დროს სამწუხარო პრაქტიკაა და ისტორიის მანძილზე ამის არაერთი ფაქტი გვახსოვს. სქესობრივი ხასიათის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლებელია, გახდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის წარმომადგენელი, თუმცა, უდავოდ, ამგვარი ძალადობის მსხვერპლთა ძირითად რაოდენობას ქალები შეადგენენ და ეს პირდაპირ ...

ესპანეთის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, ცნობილი, როგორც “მხოლოდ კი ნიშნავს კი-ს კანონი” (“only yes means yes law”), რომელიც სქესობრივი კავშირისას, პარტნიორთა სრული თანხმობის დაფიქსირებას მოითხოვს. კანონის კენჭისყრისას, 205 ხმა მომხრე აღმოჩნდა, 141 – წინააღმდეგი, 3-მა კი თავი შეიკავა. კონსერვატული სახალხო პარტიისა ...

“საფარი“ იწყებს მონაწილეთა შერჩევას ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგის თემაა საერთაშორისო პრეცედენტული გადაწყვეტილებები გაუპატიურების დანაშაულზე. ტრენინინგს გაუძღვება “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია. მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ ადვოკატებს. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც აქვს ამგვარი ტიპის საქმეებზე და ზოგადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის ...

საქმის გახმაურებიდან რამდენიმე საათში, თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო გაუპატიურების მსხვერპლი ქალი. შესაბამისი დადგენილების ჩაბარების შემდეგ “საფარს” შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქმის მასალებს და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაეროს გამოძიების პროცესში. დაზარალებული ქალის ინტერესებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ორგანიზაციის იურისტი, თამარ ლუკავა ...

„საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას შეფასებით, სქესობრივი განათლების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ამას ინტერნეტისა და ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებს. მისი თქმით, კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება სქესობრივი განათლება სკოლებში. ბაია პატარაიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ე.წ. ქალწულობის აღდგენის პროცედურაზეც ისაუბრა. „ყველა ქალმა შესანიშნავად ...

დიდი ბრიტანეთის მკვიდრი კაცი 46 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდა 13 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის, მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმის შედეგად ჩასახულმა გოგონამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. 74 წლის კარველ ბენეტი ბირმინგემის სამეფო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, ...

რა არის გაუპატიურების კულტურა? გაუპატიურების კულტურა არის გარემო, სადაც გაუპატიურება ხშირია და სადაც ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა ნორმალიზებული და მიტევებულია მედიის და პოპულარული კულტურის მიერ. გაუპატიურების კულტურას ინარჩუნებს მიზოგინიური ენა, ქალის სხეულის ობიექტივიზაცია და სექსუალური ძალადობის გლამურიზაცია, ანუ ისეთი საზოგადოების ...

საფრანგეთის პროკურატურამ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 2018 წელს მსახიობი ქალის გაუპატიურებაში ბრალდება წაუყენა. ‘ ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამ ინციდენტის შესახებ 2018 წელს განაცხადა. ცნობილია, რომ დეპარდიე მისი ოჯახის მეგობარი იყო. საქმის წინასწარი გამოძიება 2019-ში შეწყდა, მტკიცებულებების უკმარისობის გამო, მაგრამ ...