თანასწორობის პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს სექსიზმში ამხელს

7 აპრილს, თურქეთში, ერდოღანთან ვიზიტისას, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სკამის გარეშე დარჩა. მას დაჯდომა ახლომდებარე დივანზე მოუწია. შეხვედრისთვის თურქულმა მხარემ მხოლოდ ორი ადგილი იყო მოამზადა – ერდოღანისთვის და შარლ მიშელისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის სესიის დროს, თურქეთში ამ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი სკამის გარეშე დატოვება ქალების მიმართ არათანასწორი დამოკიდებულების ილუსტრაციაა.

“როდესაც ამ მოლაპარაკებაზე მივედი, დარბაზში კამერები იყო. ამის წყალობით, ჩემი ვიზიტის კადრები სწრაფად გავრცელდა. ეს ვირუსული ამბავი გაზეთებში ხმამაღალი სათაურების მიზეზი გახდა. ამას არც თარგმნა სჭირდებოდა და არც – კომენტარი. ფოტო თავისთავად ყველაფერზე მეტყველებდა. როდესაც ორი კვირის წინ თურქეთში ჩავედი, მე მსურდა, ისე მომქცეოდნენ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, მაგრამ ასე არ მოხდა. გამართლებას ვერ ვუძებნი იმას, თუ როგორ მომექცნენ. ჩემი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ. თავი შეურაცხყოფილად და მარტოსულად ვიგრძენი, რადგან ქალი ვარ, ევროპელი. თუმცა, კარგად ვიცით, რომ ათასობით მსგავსი და კიდევ უარესი შემთხვევა ხდება ყოველდღე და არ ჩანს. ვერავინ ხედავს ყოველდღიურ ინციდენტებს, რადგან არ არის კამერები…”, – დასძინა ურსულამ.

იგი ასევე შეეხო ანკარის მიერ სტამბოლის კონვენციის დატოვებას და განაცხადა, რომ “ეს საშინელი სიგნალია”.

პარლამენტში გამოსვლისას, შარლ მიშელმა კვავ გამოხატა სინანული მომხდარის გამო, რაც, მისივე თქმით, ბევრი ქალისთვის იყო შეურაცხმყოფელი. მან ასევე განუცხადა კანონმდებლებს, რომ თურქეთთან უფრო ღრმა ეკონონიკური კავშირები გართულდა ქვეყანაში ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის ქალების, შეზღუდვის გამო.

bbc.com