"საფარის" აქტივობები / ფანჯარა

“ფანჯარას” ბლოგერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტებთან და “ფანჯარას” ბლოგერებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ქართულ-აზერბაიჯანულ პლატფორმასა და ჩვენს ბლოგერებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, გადავწყვიტეთ მათთვის გაგვეზიარებინა გამოცდილება უფლებადამცველობითი საქმიანობის, ზოგადად აქტივიზმის გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ. მოწვეული სპიკერებთან ერთად კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ “ფანჯარას” შექმნის მიზნებზე, ჩვენი მუშაობის სპეციფიკაზე, იმ ბარიერებზე, რაც მუშაობის პროცესში შეიძლება შეგვხვდეს და მათთან გამკლავების გზებზე.

სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის (GABP) ფსიქოლოგმა, სოფიო ტაბაღუამ ახალგაზრდა აქტივისტებს პროფესიული გადაწყვის შესახებ სესიები ჩაუტარა. მწერალი ლაშა ბუღაძე კი მათ ცენზურისა და პროპაგანდის სახეებსა მექანიზმებზე ესაუბრა, “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ კი აქტივიზმის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

შეგახსენებთ,  რომ რამდენიმე კვირის წინ რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისგან, მათ შორის არინ საჯარო მოხელეები და გარკვეულ რელიგიურ ორგანზიეციებს მიკუთვნებული პირებისგან “ფანჯარაზე” ორგანიზებული შეტევა განხორციელდა. ისინი სოციალურ ქსელებში თავს ესხმოდნენ “ფანჯარას” ბლოგერებსა და აქტივისტებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ მათ. აღნიშნულზე საპასუხოდ, Ჩვენ დროებით შევაჩერეთ “ფანჯარას” ფეისბუქ გვერდი და მუქარისა და დევნის შემცველი პრობლემური პოსტები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავეცით შესასწავლად. ამავდროულად, ეს მოკლე პაუზა გამოვიყენეთ საკონსულტაციო ჯგუფის შესაქმნელად, სადაც ჩვენი თანამოაზრეები – სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები “ფანჯარას” გუნდი გაუწევენ კონსულტაციას და მისცემენ რჩევებს პლატფორმაზე განსათავსებელი მასალების შინაარსთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში პლატფორმამ მუშაობა განაახლა, ჩვენი ბლოგერები და უფრო მეტი ენთუზიაზმით შეიდგნენ იმ საქმის კეთებას, რომელიც გვჯერა, რომ უკეთესობისკენ შეცვლის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას.

“ფანჯარა” შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის “ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში. მისი მიზანია საქართველოში მცხოვრებ სომხურ ეთნიკურ ჯგუფში ქალებისა და გოგოების მიმართ გამოხატული მავნე პრაქტიკების პრევენციის ხელშეწყობა. გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში” ფარლგებში, ასევე, ფუნქციონირებს ქართულ-სომხური პლატფორმა “განძი”.