დღეს, 25 თებერვალს „საფარმა“ კიდევ ერთი საქმე მოიგო – თბილსის სააპელაციო სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა კაცს, რომელსაც მეზობელი ქალის გაუპატიურების მცდელობა დაუმტკიცდა.
შემთხვევა 2020 წლის აგვისტოში მოხდა. თითქმის 9 თვიანი განხილვის შემდეგ, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების მცდელოაბში ბრალდებულ კაცს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ფიზიკური ძალადობისთვის 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში – 2021 წლის მაისში – კაცი გაათავისუფლეს.
ამის შემდეგ ქალმა დახმარებისთვის „საფარს“ მიმართა. ის ითხოვდა მის მიმართ ძალადობაში მხილებული კაცი გაუპატიურების მცდელობისთის გაესამართლებინათ. როგორც „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა განმარტავს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
სქესობრივი დანაშაული ისეთ ხასიათისაა, რომელსაც, ჩვეულებრივ, არ ჰყავს პირდაპირი მოწმეები. ამ საქმეში იყო არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, გაუპატიურების მცდელობას. თუ [მოსამართლემ] გაიზიარა და უტყუარად მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები ფიზიკური ძალადობის ნაწილში, სრულიად გაუგებარია, რატომ არ დაიჯერა, რომ დაზარალებული ქალის მიმართ გაუპატიურების მცდლეობაც მოხდა?! მსჯელობისას თავის თავს ეწინააღმდეგება მოსამართლე. დაუსაბუთებელი იყო ეს განაჩენი და ამიტომ ჩავერთეთ ჩვენ განხილვაში – თამარ ლუკავა.
„საფარი“ საქმეში 2021 წლის მაისშ ჩაერთო. მას შემდეგ პროცესები რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი – თქვა, რომ ეს იყო გაუპატიურების მცდელობა და ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას დღევსე დააკავებენ.
მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დამნაშავე ყოფილი პოლიციელია. დაზარალებული ქალის ვერსიით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სწორედ ამიტომ გადააკვალიფიცირა საქმე და მას შედარებით მსუბუქი მუხლით, მცირე სასჯელი მიუსაჯა.