"საფარის" საქმეები / ბავშვზე ძალადობა / იურიდიული დახმარება / სექსუალური ძალადობა

9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 70 წლის კაცს 8 წელი მიესაჯა

sapari

თბილისის საქალაქო სასამართომ 70 წლის კაცს გარყვნილი ქმედებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებულია არასრულწლოვანი, რომლის ინტერესებსაც ორი წლის განმავლოაბში „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. მომხდარი ინციდენტის დროს იგი 9 წლის იყო.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული, რომელიც დაზარალებულის მეზობელი იყო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია.

„9 წლის ბავშის მიმართ ადგილი ჰქონდა გარყვნის ქმედებას მისი მეზობლის მხრიდან. 2021 წლის ზაფხულში წარუდგინეს ბრალი სავარაუდო მოძალადეს და 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მიუსაჯა 8 წლით თვაისუფლების აღკვეთა“, – აცხადებს იურისტი თამარ ლუკავა.