პროექტის აღწერა: გაეროს გაერთიანებული პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში მხარს უჭერს იმ ქალების, ბავშვების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ეკონომიკური ძალადობის წინაშე დგანან. პროექტის მთავარი მიზანია მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა — სამართლებრივი კონსულტაციების, სახელმწიფო სტრუქტურებში წარმომადგენლობისა და სასამართლო საქმეებში დახმარების ...

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და უზრუნველყოს დაზარალებულთა სტატუსის აღიარება. საფარი მუშაობს საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია “ქინდერლის” ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა. ...

ბოლო დროს, დისკრედიტაციის მიზნით, გახშირდა თავდასხმები ბაია პატარაიასა და ორგანიზაცია საფარზე, რასაც გამოეხმაურა გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი: “ბოლო დროს ჩემამდე აღწევს შემაშფოთებელი ცნობები ადამიანის უფლებათა დამცველი ქალის, ბაია პატარაიასა და ორგანიზაცია “საფარის” (@UnionSapari) წინააღმდეგ გაძლიერებული დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ. მათ ...

გიზიარებთ მედიის განვითარების ფონდის კვლევას გენდერულ დეზინფორმაციაზე. კვლევა ასახავს იმ კამპანიებს, რომლებიც მიზანმიმართულად ვრცელდება საჯარო სივრცეში აქტიური ქალების, მათ შორის, საფარის აღმასრულებელი დირექტორის – ბაია პატარაიას წინააღმდეგ. კვლევა: გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ...

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს დეზინფორმაციისა და მისი ტაქტიკების შესწავლას, განსაკუთრებული ყურადღებით იმ ზეგავლენაზე, რომელსაც იგი საქართველოში ქალებსა და გოგოებზე ახდენს. კვლევის შედეგად შექმნილი ცოდნა გახდება საფუძველი როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივი დონეზე განხორციელებული ინფორმაციული კამპანიებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს პრობლემის აღქმასა ...

„კოალიცია თანასწორობისთვის“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, წარმოადგენს ახალ ანგარიშს, რომელიც ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის კრიტიკულ მდგომარეობას. 2024 წელს დისკრიმინაციული კანონმდებლობის, პოლიტიკური რეპრესიებისა და სახელმწიფო პოლიტიკიდან თანასწორობის საკითხების გაქრობის შედეგად ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშ დადგა. ანგარიში: თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში ...

გაშიშვლებით ჩხრეკა, რომელიც თითქოს უსაფრთხოების მიზნით ტარდება, რეალურად ხშირად წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ძალადობას, დამცირების, კონტროლისა და ძალაუფლების დემონსტრირების საშუალებას, განსაკუთრებით ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. წაიკითხეთ ვრცლად: პირადი ჩხრეკა გაშიშვლებით – უსაფრთხოების ზომა თუ სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ძალადობა ...

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიფინგი გამართეს და „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. არასამთავრობოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ „მეგობარი აქტი” საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენების დაძლევასა და დემოკრატიის განმტკიცებაში დაეხმარება, ამიტომაც მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ 22 მარტს, „მეგობარი აქტის” მხარდამჭერ ...

პროექტის აღწერა: გენდერზე და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და გავლენის ზრდის პირობებში, „საფარი“ განსაკუთრებულად ხედავს საჭიროებას, გააძლიეროს ქალთა უფლებების ორგანიზაციების მზადყოფნა და გამძლეობა გენდერული და იდენტობის დეზინფორმაციის (GID) საფრთხეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რეგიონებში, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მოქმედი ორგანიზაციების შემთხვევაში. ამ ...

12 მარტს დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ქალს იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა.  ქალი დახმარებისთვის საფარში ერთი თვის წინ, 11 თებერვალს მოვიდა. იქამდე, მრავალი თვის განმავლობაში, დაზარალებულმა პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც ...

ფილმი გვიყვება პოლიტიკოსი ქალის ამბავს, რომელსაც მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან გამკლავება უწევს. ფილმის რეჟისორი სალომე საღარაძეა, სცენარისტი კი – ლაშა ბუღაძე. გენდერული დეზინფორმაციის სისტემატურად გავრცელება იწვევს ქალის მიმართ უნდობლობის, ხშირად ბრაზისა თუ სიძულვილის გაჩენას და გენდერული სტერეოტიპების გამყარებას. არ გაავრცელო ...

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღებით დაფარულ და ნაკლებად ხილულ ძალადობის ფორმებზე. ინიციატივა ეხება სქესობრივი ძალადობის პრევენციასა და მისი შედეგების დაძლევას, ასევე თანამედროვე გამოწვევას — ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ძალადობის (TFGBV) გამოვლენასა და მასთან ...

8 მარტს, 19:30 საათზე, ქალთა მოძრაობისა და ფემინისტური ორგანიზაციების ინიციატივით, გაიმართება მარში – ქალები რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან პერფორმანსით დასრულდება. იმავე საღამოს, 21:00 სათზე, რუსთაველზე, საფარი მოკლე მხატვრული ფილმის ჩვენებას გამართავს. ფილმი გვიყვება პოლიტიკოსი ქალის ამბავს, ...

6 მარტს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საფარს ეწვია. შეხვედრაზე საფარისა და საელჩოს წარმომადგენლებმა მიმდინარე მოვლენებზე, თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საფრანგეთის საელჩო უკვე მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული გარემოს შექმნას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ...

პროექტის აღწერა: პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ინიციატივა მიზნად ისახავს მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას, შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ხელს შეუწყობს ...