4 ნოემბერს, ორგანიზაცია საფარმა კვლევის – „სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში“ პრეზენტაცია გამართა. კვლევა შეისწავლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილებებს მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე – დანაშაულის შეტყობინებიდან სასამართლო განაჩენამდე. მისი მიზანია, გამოავლინოს, რამდენად პასუხობს პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს რეაგირება ...

კვლევა შეისწავლის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილებებს მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე — პოლიციისთვის მიმართვიდან სასამართლო პროცესამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისტემაში არსებულ ხარვეზებს, მსხვერპლთა საჭიროებებსა და იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მათ ხელახალ ტრავმატიზაციას იწვევს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემაში — ...

2025 წელს საფარს არასრულწლოვანი გოგოს დედამ მიმართა. საქმე ეხებოდა 14 წელს მიუღწეველი ბავშვის მიმართ უცხო კაცის მიერ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას, რის შემდეგაც პირმა საქართველოს ტერიტორია დატოვა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვმა ამ ამბის შესახებ ბებიას და დედას უამბო. საქმეში საფარის ...

2026 წლის 8 ივლისს საფარს სოფია სიგუამ მიმართა, რომლის მეუღლეც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი  იოსებ სიგუა, მასზე 13 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. საქმეში საფარის იურისტი თამარ ლუკავა ჩაერთო და იმავე დღეს პროკურატურამ სისხლის ...

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ დევნას და არასასურველ კომუნიკაციას როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში, გოგონას ნების საწინააღმდეგოდ შეხებას გოგონას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მოძალადისთვის ...

2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ...

სუროგატი ქალების საქმეზე სასამართლომ კომპანია ქინდერლის ორივე დამფუძნებელს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება და შესაბამისად ძებნაშია. მანამდე, პროკურატურამ კომპანიის ერთი დამფუძნებელი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.  დაზარალებული ქალების უფლებებს საფარი წელიწადია იცავს. ჩვენ ...

2026 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი დააკომუნიცირა, რაც საქმის ...

26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. წამება ადამიანის უფლებათა უმძიმესი დარღვევაა, რომელიც აბსოლუტურად აკრძალულია, როგორც ჩვეულებითი სამართლით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კონსტიტუციით.  მიუხედავად ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებისა, უკვე წლებია, წამებასა და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად ...

ზოგჯერ ცუდი რაღაცები, რაც ქალების  გარშემო ხდება იმდენად უხილავია, რომ მათი შემჩნევა გვიჭირს. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ  სანამ რამეში პრობლემას დავინახავთ ეს რამე ჩვენს გონებაში საკმაოდ ნორმალიზებულია. მაგალითად, საუკუნის წინ ნორმალური იყო, რომ ქალებს საკუთარ შვილებზე უფლებები არ გვქონია, ...

2024 წელს საფარს მიმართა  არასრულწლოვანმა, რომელზეც მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. ბავშვის მთავარი მოთხოვნა კონფიდენციალურობის დაცვა იყო, რაც საფარმა გაითვალისწინა და უზრუნველყო.  საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რომელსაც დაზარალებულმა მრავალეპიზოდიანი საქმე სრულად გაანდო. საქმეში ბევრი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის, მამინაცვლის მხრიდან ...

2026 წლის 3 მარტს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მისი საქმიანობის შემაჯამებელი საბოლოო ანგარიში წარუდგინა, სადაც იგი სხვადასხვა ქვეყნებში უფლებადამცველების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ამ გლობალური გამოწვევის გამოხატულებაა  “უცხოეთის აგენტების” ფორმატის შემზღუდავი კანონების მიღებით სამოქალაქო ...

2025 წლის მაისში საფარს მიმართა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, რომელზეც მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა. საქმეში საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო. მისი აქტიური მონაწილეობით, საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის საფუძველზეც მოძალადე დაუყოვნებლივ დააკავეს და მას ბრალი წარედგინა. ...

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი 11 დაზარალებულს იცავს, რომელთა მიმართ, სხვადასხვა დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა და ამავე სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს .  ძალადობის ფაქტებზე გამოძიება თბილისის პროკურატურაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროკურატურას უკვე აქვს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ...

დეკემბრის თვეში საფარს დაუკავშირდა არასრულწლოვანი, რომელზეც უცხო პირი სოციალური ქსელების გამოყენებით ძალადობდა. ადგილი ჰქონდა ონლაინ სივრცეში სისტემატურ  მუქარასა და ადევნებას.  მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად მიმართა პოლიციას და პირისთვის ბრალის წარსადგენად არსებობდა ყველა საჭირო მტკიცებულება,  საქმისთვის არ იყო მინიჭებული სწორი ...