სექსუალური ძალადობა

UFC-ის ყოფილ ჩემპიონს კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაზე სასამართლოში უჩივიან

ქალი, რომელმაც UFC-ის (შერეული ორთაბრძოლების (MMA) მთავარი ორგანიზაცია (UFC – აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი (Conor McGregor) 2018 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ახლა უკვე სასამართლოში ჩივის. აქამდე, ირლანდიურმა პოლიციამ და პროკურატურამ სპორტსმენის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი განაცხადეს, თუმცა გამოძიება წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაკგრეგორი დააკავეს და დაკითხეს კიდეც.

მაკგრეგორის პრესმდივანი კარენ ჯ. კესლერი ამბობს, რომ ირლანდიელი სპორტსმენის წინააღმდეგ ბრალდებები “სრულიად გაქარწყლებულია”, და რომ იგი დარწმინებულია, რომ “სიმართლე იზეიმებს”.

მომჩივანი ქალის სარჩელით ირკვევა, რომ გაუპატიურების სავარაუდო ფაქტი დუბლინის ოტელში მოხდა. მისი თქმით, მაკგრეგორმა მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. ქალი ყვება, რომ მოგვიანებით, მას პოლიციაში შეატყობინეს, რომ მაკგრეგორის მეგობარმა, რომელიც შემთხვევის დროს იმავე ოტელში იმყოფებოდა, პოლიციას განუცხადა, რომ სპორტსმენს ქალთან სექსი მართლაც ჰქონდა, მაგრამ ამ უკანასკნელს არც თანხმობა განუცხადებია მისთვის და ვერც დაიმახსოვრებდა ამ ამბავს ნორმალურად.

The New York Times აღნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელი ორი კაცის წინააღმდეგაა შეტანილი, რომელთა შორის მაკგრეგორი ერთ-ერთია. სარჩელში მომჩივანს სამედიცინო შემოწმების შედეგებიც მოჰყავს: მის სხეულზე აღმოჩენილია ჩალურჯებები და ნაჭდევები. ქალი აცხადებს, რომ 2019 წლის მაისის შემდეგ არ უმუშავია, რადგან ამ თავდასხმის შემდეგ მას ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემები შეექმნა.

მომჩივანი მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და სხვადასხვა ტრავმასთან გასამკლავებლად საჭირო სამედიცინო ხარჯების დასაფარ კომპენსაციას ითხოვს.

თუ საქმე სასამართლომდე მივა, მას ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

nytimes.com