საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელზეც, რამდენიმე წლის წინ, მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა.
გოგო საფარის იურისტს – მარი ვარამაშვილს შეხვდა და მომხდარის შესახებ უამბო. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებულ იქნა პედოფილის დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები.
მოძალადე დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.