სექსუალური ძალადობა

ამიერიდან დანიაში სექსზე თანხმობის უქონლობა გაუპატიურებად ჩაითვლება

დანია მე-10 ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინტიმური ურთიერთობები მკაფიოდ არტიკულირებული თანხმობის გარეშე კანონის მიერ აღქმული იქნება, როგორც გაუპატიურება.

სკანდინავიური სამეფოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში ჩასწორება შეიტანა, რასაც მმართველ კოალიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მისცა ხმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების ამ ნაბიჯს ისტორიულ გამარჯვებას უწოდებენ.

20 წლის სტუდენტი ისაბელი ამბობს, რომ ადრინდელი სიტუაცია, როდესაც გაუპატიურებად ითვლებოდა მხოლოდ მუქარით სექსი, დროდადრო მას აიძულებდა, ახლო ურთიერთობაში შესვლისგან მაქსიმალურად თავი შეეკავებინა.

საერთოპარტიული კონსენსუსის შესახებ, რომელიც უპირველესად ქალთა უფლებების დაცვისკენაა მიმართული, საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა ნიკ ჰეკერუპმა (Nick Haekkerup) ამცნო.

„ამიერიდან, ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმობა არ არსებობს, კანონში განიმარტება, როგორც ძალადობა“, – განაცხადა მან.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი შეესაბამება გენდერული თანასწორობის ახალ მოთხოვნებს.

„თანხმობა – ეს არის მკაფიოდ ნათქვამი „კი“, – განაცხადა დეპუტატმა როზა ლუნდმა.

ბოლო გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ სექსუალურ ძალადობაგამოვილი 20 000 ქალიდან, მხოლოდ 980-მა გადაწყვიტა პოლიციაში ჩივილი, ხოლო მათ შორის ორი მესამედის საჩივარს სასამართლომდეც არ მიუღწევია.

abcnews.go.com