პუბლიკაციები

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა კახეთსა და აჭარაში – კვლევის მთავარი მიგნებები

“საფარის” მიერ ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე ჩატარებული კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის ან ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა. 

ნაშრომში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს. კვლევის მთავარ მიგნებებში იკვეთება, რომ სამიზნე რეგიონებში ყოველი მეოთხე ქალი ინტიმური პარტნიორის ან ქმრის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, ხოლო ქალებზე, გარდა მათი პარტნიორებისა, ხშირად, ამ პარტნიორების ოჯახის წევრებიც ძალადობენ; ამასთანავე, ყოველი მეხუთე ქალი ვერ აიდენტიფიცირებს ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.

კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.

კვლევის მოკლე ვერსია და მთავარი მიგნებები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა კახეთსა და აჭარაში – კვლევის მთავარი მიგნებები

სრული კვლევა კი შეგიძლიათ, იხილოთ აქ:

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა კახეთსა და აჭარაში