2024 წლის დეკემბერში საფარს მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომლის გაუპატიურებაც მისთვის უცხო პირმა სცადა, თუმცა ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო.
მომხდარის შემდეგ ქალმა პოლიციასა და საფარს მიმართა. საქმეზე მუშაობა საფარის იურისტმა მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მისი ჩართულობით, საჭირო მტკიცებულების მოსაპოვებლად და საქმეზე გამამტყუვნებელი განაჩენის დასადგომად, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.
2025 წლის 8 სექტემბერს სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.