კოალიცია თანასწორობისთვის / პუბლიკაციები

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები და მათი შესრულება ლაგოდეხის, ბორჯომის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში

საქართველოში, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა გენდერული გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნა 2017 წლიდან დაიწყეს. აღნიშნულმა საბჭოებმა 2019 წელს დაამტკიცეს გენდერული თანასწორობის პუნიციპალური სამოქმედო გეგმები. იმისათვის რომ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგემები ასახავდეს ადგილობრივი თემის საჭიროებებს, საკრებულოს უნდა შეეძლოს კვლევის განხორციელება და ამ საჭიროებების გამოვლენა.

ამ დოკუმენტში გაანალიზებულია ბორჯომის, მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების სამოქმედო გეგმების შინაარსი და მათი შესრულება. ამ მუნიციპალიტეტების შერჩევა მოხდა მათი მოსახლეობის არაჰომოგენური ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის გამო.

აღსანიშნავია, რომ “კოალიცია თანასოწორბისთვის”  ახორციელებს პროექტს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან და მათ თავად გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, ასევე, გაიარეს ტრენინგები დისკრიმინაციის საკითხებზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ყოლა გავლენას უნდა ახდენდეს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგემებზე და ასახავდეს იმ საჭიროებებს, რასაც წარმოშობს კულტურული მრავალფეროვნება და ინტეგრაციის პოლიტიკა.

იხილეთ დოკუმენტი: გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები და მათი შესრულება ლაგოდეხის, ბორჯომის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში