სექსუალური ძალადობა

ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის პროკურატურამ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 2018 წელს მსახიობი ქალის გაუპატიურებაში ბრალდება წაუყენა. ‘
ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამ ინციდენტის შესახებ 2018 წელს განაცხადა. ცნობილია, რომ დეპარდიე მისი ოჯახის მეგობარი იყო.
საქმის წინასწარი გამოძიება 2019-ში შეწყდა, მტკიცებულებების უკმარისობის გამო, მაგრამ 2020 წლის ზაფხულში კვლავ განახლდა.
დეპარდიე გამოძიების მეთვალყურეობის ქვეშ 2020 წლის დეკემბრის შემდეგ იმყოფება. იგი თავისუფალია, თუმცა, სასამართლო ზედამხედველობის ქვეშაა. მისი ადვოკატის, ერვე ტემიმის თქმით, მსახიობი “ბრალდებას სრულიად უარყოფს”.

theguardian.com