კორონავირუსის გამო წითელ ზონაში მოქცეულ მარნეულში განსაკუთრებით გაუჭირდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს შემოსავალი, კარანტინის გამო, მოესპოთ. მათ შორის არიან მარტოხელა პენსიონერი ქალები, მატოხელა დედები, ხელმოკლე მრავალშვილიანი ოჯახები.
ამ ძნელბედობის ჟამს, ორგანიზაცია “საფარი” იწყებს შემოწირულობების შეგროვებას, მათთვის აუცილებელი პროდუქტების შეძენისა და ადგილზე დარიგების უზრუნველსაყოფად.
თქვენ მიერ გაღებული თითოეული თეთრის ხარჯვა იქნება გამჭვირვალე და დოკუმენტურად დადასტურებული. პლატფორმა “ფანჯარაზე” სისტემატურად გამოქვეყნდება დახარჯული თანხისა და დარიგებული პროდუქტის აღრიცხვა.
მარნეულელი ქალების დასახმარებელ აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ანგარიშის ნომერია: GE16TB7800636020100002
მიმღები: აიპ საფარი.
დანიშნულება: “მარნეულელი ქალებისთვის”