2 ნოემბერს საფარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრის ბენეფიციარ ქალებსა და გოგონებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა,  ადრეული ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე  ისაუბრეს. ასევე, ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ისეთი პრობლემები მიმოიხილეს, როგორიცაა თვალთვალი, ადევნება და პირადი ინფორმაციის გავრცელება. შეხვედრა შედგა ...

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების საჭიროების კვლევა“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. კვლევა “საფარის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ და ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორმა, კვლევის ასისტენტმა, შალალა ამირჯანოვამ წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ...

2 ივლისს, ქალაქ მარნეულში, სამოქალაქო აქტივისტები ეწეოდნენ საინფორმაციო კამპანიას #შინევრიპისკენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები – აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჰქონდათ  ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.  პოლიცია ცდილობდა დაპირისპირების განმუხტვას, თუმცა არ ახდენდა სათანადო რეაგირებას თვითმმართველობის თანამშრომლების მხრიდან ...

Მოძრაობის  #შინევროპისკენ ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდებიან. Შეხვედრების მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ 12 პუნქტის შესახებ, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს მიმდინარე წლის ბოლომდე, იმისთვის, რომ ევროკავშირის სტატუსი მოიპოვოს. Ესუბრებიან თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პროცესში. ...

“საფარის” იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში, ნონა ასლანიშვილი ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში. მომდევნო კვირების განმავლობაში მარნეულის გარდა, მოვიცავთ ბოლნისს, გარდაბანს და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს. შეხვედრებს, ძირითადად, განცობითი ხასიათი აქვს და ...

საფარის მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება. როგორც უკვე გატყობინებდით, აქციის მეორე ეტაპზე, 2 აპრილს, დაგროვილი თანხით მარნეულში დახმარება კიდევ 30-მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თქვენი შემოწირულობების წყალობით, თითოეულმა ოჯახმა დაახლოებით 85-90 ლარის ღირებულების პროდუქტის დახმარება მიიღო. დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში ...

უკვე რამდენიმე დღეა, რაც საფარმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო, რომლის მეშვეობითაც, მარნეულში კარანტინის შემოღების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ მარტოხელა პენსიონერ ქალებს, მატოხელა დედებს, ხელმოკლე მრავალშვილიან ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ. პირველ ჯერზე, შემოსული 2070 ლარით 30 ოჯახს დავეხმარეთ. ...

27 მარტს საფარმა დაიწყო საქველმოქმედო აქცია, რის შედეგადაც, 29 მარტს, მარნეულში 30-მა ოჯახმა მიიღო დახმარება (დარიგდა საკვები, ჰიგინური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები). ოჯახები შეირჩა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. კერძოდ, ჩვენი ადრესატები გახდნენ მარტოხელა ხანდაზმულები და ქალები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებოდათ დახმარება. თითოეულმა ...

კორონავირუსის გამო წითელ ზონაში მოქცეულ მარნეულში განსაკუთრებით გაუჭირდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეს შემოსავალი, კარანტინის გამო, მოესპოთ. მათ შორის არიან მარტოხელა პენსიონერი ქალები, მატოხელა დედები, ხელმოკლე მრავალშვილიანი ოჯახები. ამ ძნელბედობის ჟამს, ორგანიზაცია “საფარი” იწყებს შემოწირულობების შეგროვებას, ...

დღეს, 5 ოქტომბერს, პროექტის ფარგლებში „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“, „საფარი“ მარნეულის სკოლების დირექტორებს შეხვდა. ...