საფარის მიერ დაწყებული საქველმოქმედო აქცია გრძელდება.
როგორც უკვე გატყობინებდით, აქციის მეორე ეტაპზე, 2 აპრილს, დაგროვილი თანხით მარნეულში დახმარება კიდევ 30-მა ოჯახმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ თქვენი შემოწირულობების წყალობით, თითოეულმა ოჯახმა დაახლოებით 85-90 ლარის ღირებულების პროდუქტის დახმარება მიიღო.
დასახელებული აქციის ფარგლებში, მარნეულში პროდუქტების მომარაგება-დარიგებაზე მოხალისეობრივად ზრუნავს საფარის აქტივისტი შალალა ამირჯანოვა.
ნ., მარტოხელა დედა: “ორი შვილი მყავს, ორივე სკოლაში სწავლობს. ონლაინ სისტემაზე გადავიდნენ. საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, უბრალოდ პურის საყიდლად ვერ ვშოულობდი ფულს, და როგორ გადამეხადა ინტერნეტის საფასური… ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დროული იყო თქვენი დახმარება”.
ა., მარტოხელა ხანდაზმული: “უკვე რამდენია დღეა, სამუშაოდ ვერ გავდივარ. დღეს პირველად მოხდა, რომ ჩემი სამზარეულო საკვებით შეივსო”.
შეგახსენებთ, საქველმოქმედო აქცია კვლავ მიმდინარეობს. შემდეგ ჯერზე, საფარი აპირებს, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მცხოვრებ ქალებს დაეხმაროს.
აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ანგარიშის ნომერია: GE16TB7800636020100002
მიმღები: აიპ საფარი.
დანიშნულება: “მცირეშემოსავლიანი ქალებისთვის”