Მოძრაობის #შინევროპისკენ ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდებიან. Შეხვედრების მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმ 12 პუნქტის შესახებ, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს მიმდინარე წლის ბოლომდე, იმისთვის, რომ ევროკავშირის სტატუსი მოიპოვოს. Ესუბრებიან თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ პროცესში.
2 ივლისს ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი აქტივისტების მონაწილეობით ჩატარდა, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, რომ საკუთარ რეგიონში თავად გასაუბრებოდნენ მოსახლეობას. Შეკრების ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო მარნეულის ბაზარი, სადაც ბროშურებს და სტიკერებს ვავრცელებდით მარნეულელ ახალგაზრდებთან ერთად. მოსახლეობის კეთილგანწყობა, ინტერესი და თანხმობა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ იყო ცხადი და გაზიარებული.
შეხვედრის დასასრულს, ბაზარში აგრესიულად განწყობილი ჯგუფი გამოჩნდა, რომლის წევრებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ახალგაზრდებს, ემუქრებოდნენ და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობდნენ. ისმოდა მოწოდებები ძალისმიერი მეთოდებით შეხვედრის ინიციატორთა გაძევების შესახებ. Აგრესია, განსაკუთრებული სიმწვავით ადგილობრივი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ იყო მიმართული.
Თავდამსხმელები აქტივისტებს და ჟურნალისტებს კონკრეტულ პარტიებთან სიახლოვეში ადანაშაულებდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობდნენ. Ადილობრივმა ახალგაზრდებმა თავდამსხმელებს შორის მარნეულის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ამოიცნეს. Ეს მათ მედიასთან საუბრისასაც დაადასტურეს და მარნეულის რადიომ მათი ვინაობის შესახებ ვრცელი მასალაც მოამზადა.
Იმის გამო, რომ მცირე მასშტაბის პროვოკაციის მცდელობებს მანამდე სხვა რეგიონებშიც ჰქონდა ადგილი, #შინევროპისკენ მოხალისეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გადაადგილდებოდნენ. მუქარებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფების მიუხედავად, მათ ტერიტორიიდან არ გაუყვანიათ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის არც ერთი წევრი. პოლიციის რეაგირება შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირების პრევენციის მცდელობით, რაც არ იყო საკმარისი დაგეგმილი აქტივობის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად.
ადგილობრივი აქტვისტების შეურაცხყოფა, მუქარა და დისკრედიტაციის მცდელობა 2 ივლისის თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, ამჯერად მუნიციპალიტეტის საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანებისა და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე.
ეს პროცესი აზიანებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი პუნქტებიდან ერთ-ერთ მთავარს – პოლარიზაციის შემცირების მოთხოვნას და მარნეულის მერიის, საკრებულოსა და მათი დაქვემდებარებული ორგანოების მხრიდან დაპირისპირების მიზანმიმართულად პროვოცირების მცდელობას ავლენს. ეს ყველაფერი ანტიდასავლური პროპაგანდის საფარველქვეშ ხდება, რომლის მიზანია კრიტიკული აზრის ჩახშობა რეგიონში.
Ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ადგილობრივი აქტივისტების დისკრედიტაციის ყველანაირი მცდელობა და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს.