"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

პედოფილიაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა, მისი ოჯახის წევრები სავარაუდო მსხვერპლს კარს უმტვრევენ

კავშირი საფარი 30 სექტემბრიდან იცავს პედოფილიის სავარაუდო მსხვერპლის, 9 წლის გოგონას, ინტერესებს. გოგონა დეტალურად ყვება მომხდარს.

მიუხედავად იმისა, რომ
2 ოქტომბერს, ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, ორგანიზაციის იურისტის მიერ საქმის ზედამხედველ პროკურორთან წარდგენილ იქნა განცხადება, ბავშვს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ასევე, პროკურატურას დღემდე არ დაუკავებია სავარაუდო დამნაშავე.

სტატუსის არქონის გამო, დაზარალებული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გაარკვიოს, რა საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საგამოძიებო ორგანოს მიერ.
 

მასალა მომზადებული გვქონდა და უნდა გაგვეშვა, რომ საფარის იურისტს თამარ ლუკავას სავარაუდო მსხვერპლის დედა კვლავ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ამ წუთებში, სავარაუდო დამნაშავის ოჯახი მას სახლში მიუვარდა და კარს უმტვრევს. პატრული გამოძახებულია, მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ მომდევნო სიახლეებში შეგატყობინებთ.

“საფარმა” უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ მიიღოს სათანადო ზომები 9 წლის გოგონას დაზარალებულად ცნობისა და სავარაუდო დამნაშავე პირის დასაკავებლად.