2025 წლის მაისში საფარს მიმართა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა, რომელზეც მეზობელმა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.
საქმეში საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი ჩაერთო. მისი აქტიური მონაწილეობით, საგამოძიებო პროცესის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის საფუძველზეც მოძალადე დაუყოვნებლივ დააკავეს და მას ბრალი წარედგინა.
2026 წლის 9 თებერვალს მოსამართლე რომან ხორავამ მოძალადე დამნაშავედ ცნო და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



