"საფარის" აქტივობები / პუბლიკაციები / სოციალური დახმარება

ბავშვთა პანსიონების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია – რეკომენდაციები

“საფარი” 2021 წლის ივლისიდან მუშაობს რელიგიური კონფესიებს დაქვემდებარებული პანსიონების მოქმედ და ყოფილ აღსაზრდელებთან – ვაწვდით მათ იურიდიულ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს. ჯამში, 9 თვის განმავლობაში ნინოწმინდისა და მარტვილის პანსიონების 32 მოქმედ და ყოფილ აღსაზრდელთან ვიმუშავეთ.

თოთოეულ ბენეფიციართან მუშაობს “საფარის” სოციალური მუშაკი, რომელმაც შეაფასებს მათი საჭიროებები, შეიმუშავა ამ საჭიროებების დაკმაყოფილების ინდივიდუალური გეგმა. ორგანიზაციის იურისტი მათ უწევს სამართლებრივ მომსახურებას, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეეზე. ფსიქოლოგთან კონსულტაციისთვის, ფსიქოთერაპიული კურსისთვის, საექსპერტო დასკვნების მომზადებისთვის და სხვა მსგავსი საჭიროებებისთვის ვთანამშორმლობთ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრთან (GCRT). გარდა ამისა, პერიოდულად ვთანამშრომლობთ კერძო და საჯარო სექტორთან, ამ პანსიონების მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელების სხვა საჭიროებების (საცხოვრებელი, განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, დასაქმება და ა.შ.) დასაკმაყოფილებლად შესაბამისი რესურსების მოძიებისათვის.

გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც ნინოწმინდისა და მარტვილის სასულიერო პანსიონების ყოფილ აღსაზრდელებთან 9-თვიანი (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით) მუშოაბის შედეგად შევიმუშავეთ. დოკუმენტში ასახულია ბენეფიციარების ძირითადი საჭიროებები და მათი დაკმაყოფილებისთვის გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები რეკომენდაციის სახით: