17-19 ივნისს, ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, UNESCO-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა ციფრული სივრცეების მართვა იყო.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ პანელურ დისკუსიაზე, საფარის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ნინა აგლაძემ აპლიკაცია Safe YOU წარადგინა, როგორც ონლაინ ძალადობასთან გამკლავების ერთ-ერთი იარაღი. აპლიკაციას ცოტა ხნის წინ დაემატა ფორუმი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს ონლაინ ძალადობაზე მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ პროფესიონალებისგან. ასევე, ნინა აგლაძემ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელია რუსული კანონის მიღება პირადი ინფორმაციის დაცვისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვისა და საქართველოს დემოკრატიისთვის.
პანელის განმავლობაში, მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხო ონლაინ სივრცის შექმნის სტრატეგიები და ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე.