“საფარის” იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში, ნონა ასლანიშვილი ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში. მომდევნო კვირების განმავლობაში მარნეულის გარდა, მოვიცავთ ბოლნისს, გარდაბანს და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს.
შეხვედრებს, ძირითადად, განცობითი ხასიათი აქვს და მას სხვადასხვა ასაკის ქალები ესწრებიან. ნონა ასლანიშვილი რამდენიმე თქვეა ქვემო ქართლში მუშაობს და ადგილობრივ ქალებსა და ბავშვებს უფასო იურიდიულ სერვისებს სთავაზობს. საინფრმაციო შეხვედრებზე ის ქალებს აცნობს “საფარის” ამ და სხვა სერვისებსა თუ შესაძლებლობებს. მათ შორის, აპლიკაცია Safe You-ს, მის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს.
გარდა ორგანიზაციის გაცნობისა, იურისტი რეგიონში მცხოვრებ ქალებს ესაუბრება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული მთელი რიგი უფლებების განხორციელების შესაძლებლობაზე: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, სქესობრივი დანაშაულებები, სექსუალური შევიწროება და ა.შ. – ეს ის თემებია, რაზეც “საფარის” იურისტი ქალებს ინფორმაციას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ქალები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ეკონომიკური ძალადობის ფორმების მიმართ, მაგალითად, პრობლემები მემკვიდრეობის მიღებისა თუ განქორწინების შემდეგ ქონების განყოფის დროს.
შეხვედრები ტარდება პროექტის ფარგლებში, “გენდერული და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა საქართველოში”, რომელსაც “საფარი” ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.