"საფარის" საქმეები / დისკრიმინაცია / სექსუალური შევიწროება

CD Company-ის ხელმძღვანელი თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა – ომბუდსმენის დასკვნა

sapari

CD Company-ს ხელმძღვანელი კაცი, თანამშრომელ ქალს სექსუალურად ავიწროებდა, “რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა მტრული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო”. ეს დასკვნა სახალხო დამცველმა “საფარის” მიმართვის შემდეგ გამოიტანა და კომპანიას მოუწოდა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდაორგანიზაციული დოკუმენტი.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალი 28 წლისაა. დისკრიმინაციული და ღირსებისშემლახავი მოპყრობის გამო ის იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო, რის შემდეგაც დახმარების თხოვნით “საფარს” მიმართა. ქალიმა განაცხადა, რომ უშუალო ხელმძღვანელის მხირდან არასასურველი შინაარსის კითხვები, შენიშვნები თუ კომენტარები სამსახურის დაწყებისთანავე წამოვიდა. თავდაპირველად, ის ვარაუდობდა, რომ ამის მიზეზი ახალი თანამშრომლის გაცნობა იყო, თუმცა თანდათან კაცის ქცევამ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო, გაგრძელდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში, არასამუშაო დროს და ქალს დისკომფორტი შეუქმნა.

ქალმა კაცს არაერთხელ და მკაფიოდ მიუთითა, რომ მასთან ამ ტიპის კომუნიკაცია არ სურდა (ამას ადასტურებს ქალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – მათი მიმოწერის ამსახველი სქრინშოთები). ამის მიუხედავად, კაცი აგრძელდებდა მისთვის კითხვების დასმას პირად ცხოვრებაზე, უზიარებდა აზრებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ატვირთულ ქალის ფოტოებზე, სწერდა სექსუალური შინაარსის ხუმრობებს. ქალი იძულებული გახდა კაცი ყველა სოციალურ ქსელში დაებლოკა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. გარდა ამისა, ქალის თქმით, ყველა ჯერზე, რიცა მის უშუალო უფროსთან სამსახურეობრივ საკითხზე უწევდა კომუნიკაცია, ეშინოდა შეტყობინების გაგზავნის, რადგან იცოდა, რომ ამას არასამსახურეოებრივ თემებზე მიმოწერა მოჰყვებოდა. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როცა ნერვიულობის ნიადაგზე ალერგიული რეაქცია, ე.წ. ჭინჭრის ციება განივუთარდა.

„შენ ხომ სწორედ ის სასურველი პერსონა ხარ, ვისთანაც ყველაფერი სასიამოვნოა“; „ნუ ფორმებზე ვერ ვილაპარაკებ თუმცა იდეალურ ფორმაში ხარ”; „ლამაზი სურათები გაქვს, სხვადასხვა კოლაჟით”; “ნებისმიერ გამომწვევ ფოტოში სინაზე და სილამაზე მეტი ჩანს ვიდრე გამოწვევა” – ეს არის ამონარიდები მიმოწერიდან, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელი თანამშრომელ ქალს, მისი სურვილისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამუშაო საათებშიც სწერდა.

“მაშინ როდესაც მხარეებს შორის სუბორდინირებული ურთიერთობა არსებობს, სექსუალური შევიწროების რისკი გაცილებით მაღალია, რამდენადაც, არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, შემავიწროებელს შეუძლია გავლენა მოახდინოს მსხვერპლის სტატუსზე”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში.

ასეთ შემთხვევაში, გარდა ღირსების შესახვისა და დამცირებისა, იგი უარყოფითად აისახება ადმაინაის კარიერულ წინსვლაზე. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროების შედეგები თავს იჩენს დიდი ხნის მანძილზე და გამოიხატება სხვადასხვა ფორმით – იქნება ეს მძიმე ემოციური ფონი, დისკომფორტი თუ ვიქტიმიზაციის შიში.