საფარს დახმარებისათვის მიმართა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა გოგონამ, 16 წლის ა. ა-მ.
გოგონა მშობლებისა და ძმის მხრიდან მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა: მას უზღუდავდნენ სწავლისა და განვითარების უფლებას. მისი სახლში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდებოდა.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ა-მა დახმარებისთვის საფარს მიმართა.
საფარის დახმარებით, გოგონას დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერები გამოიცა მისი ძმის, მამისა და დედის მიმართ.
ამჟამად, ის თავშესაფარში იმყოფება და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. სურს სწავლის გაგრძელება, ადრეული ქორწინებისგან თავის დაღწევა და მშვიდად, ზეწოლისა და ძალადობის გარეშე ცხოვრება.