ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / კვლევები

კვლევა: ალიმენტის გადაუხდელობა – კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები საქართველოში

ალიმენტის დაკისრება-აღსრულების საკითხი საქართველოში საკმარისად შესწავლილი არ არის. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ქართულ სივრცეში ალიმენტთან დაკავშირებით, 2022 წლამდე არ ჩატარებულა არცერთი გამოყენებითი ემპირიული კვლევა.

რამდენიმე კვირის წინ „საფარმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა კვლევა „ალიმენტის განსაზღვრა და აღსრულება – საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“. ამჯერად წარმოგიდგენთ კვლევას, სადაც გაანალიზებულია საქართველოში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის/წევრებისთვის მამის მხრიდან ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული კულტურული და საკანონმდებლო წინაღობები.

კვლევის სახელწოდება “ალიმენტის გადაუხდელობა – კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები საქართველოში”.  ნაშრომი ეფუძნება მოსამართლეებთან, პროკურორებთან, ადვოკატებთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან და საალიმენტო დავის გამოცდილების მქონე ქალებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს.