"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / სექსუალური ძალადობა

საფარის საქმე: პედოფილს პატიმრობა მიესაჯა

გასულ წელს, კავშირ “საფარს” დახმარების თხოვნით მომართა ქალმა, რომლის 10 წლის გოგონა არის მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი.

გოგონა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა საფარის ადვოკატის თანდასწრებით.

1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე პირს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

“მადლობას ვუხდი საფარს, თამარ ლუკავას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩემს გოგონას მთელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში თავი ცუდად არ ეგრძნო. იმისთვისაც კი მზად ვიყავი, რომ თუ მოძალადის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, ქვეყნიდან გავსულიყავი და ბავშვიც თან წამეყვანა. ამჟამად, ჩემი გოგონა ფსიქოლოგთან სიარულს განაგრძობს. ეს ბოლო პერიოდი მისთვის ძალიან მძიმე იყო, გამუდმებით მეკითხებოდა, მოძალადეს ხომ დააპატიმრებენო”, – აცხადებს მსხვერპლის დედა.