სიახლეები

საფარი აცხადებს საგრანტო კონკურსს გენდერული ძალადობის თემაზე

საფარი WISE-ის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს გენდერული ძალადობის თემაზე.

საფარი, Mercy Corps Georgia-სთან ერთად ახორციელებს პროგრამას -„ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისათვის“ (WISE). პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტი  (USDOS).

WISE პროგრამა მიზნად ისახავს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში  მცირე გრანტების შეთავაზებას იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც  გოგონებისა და უმცირესობების საკითხებზე, გენდერულ ჩართულობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, გენდერული ძალადობისა (GBV) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე მუშაობენ.

პროგრამის ფარგლებში საფარი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის შედეგადაც 6 აპლიკანტი შეირჩევა. თითოეული გრანტის მოცულობა შეადგენს – 3,000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში

აქტივობები:

პროგრამა წაახალისებს საგრანტო კონკურსში ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობას, რომელიც თავისი აქტივობებით ხელს შეუწყობს:

  • ქალთა და გოგონების უფლებებისა თუ ახალგაზრდების გაძლიერებაზე ფოკუსირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდას ;
  • საზოგადოებაზე დაფუძნებული ინტერვენციების შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს GBV-ს შემცირებას;
  • ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად, საგანმანათლებლო რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

კრიტერიუმები, რომლებიც განმცხადებელმა ორგანიზაციებმა უნდა დააკმაყოფილონ:

  • განმცხადებელი შეიძლება, იყოს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაცია;
  • Სასურველია, განმცხადებელს ჰქონდეს  სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • მცირე მასშტაბის პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 3-6 თვე;
  • პროექტის სამიზნე რეგიონი უნდა იყოს სამცხე-ჯავახეთი.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ განმცხადებლებს, რომლებიც ითანამშრომლებენ ადგილობრივი ან ეროვნული დონის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ქვემოთ ჩამოთვლილი პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში. ასევე, იმ ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომლების 70% ქალია.

პრიორიტეტული მიმართულებები:

  • ქალთა და გოგონების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები;
  • რესურსები ან სასწავლო ინიციატივები ახალგაზრდების გაძლიერებისათვის;
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან ადვოკატირება.

შეზღუდვები:

  • საოპერაციო/აღჭურვილობის ხარჯები: საოპერაციო/აღჭურვილობის ხარჯებისთვის (მაგ. ოფისის ქირა, კომუნალური მომსახურება, ინვენტარი) არ უნდა განისაზღვროს მთლიანი ბიუჯეტის 30%-ზე მეტი.
  • ნუ დააზიანებ: თანხების გამოყენება დაუშვებელია ისეთი აქტივობისთვის, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ბენეფიციართა ნებისმიერი ჯგუფი ან გარემო;
  • გრანტების გამოყენება დაუშვებელია პირადი მოხმარებისთვის;
  • რელიგიური ან პოლიტიკური აქტივობები: გრანტის გამოყენება დაუშვებელია რელიგიური აქტივობების დასაფინანსებლად ან კონკრეტული რელიგიური თუ  პოლიტიკური იდეების პოპულარიზაციისთვის;

აპლიკაციის პროცესი:

ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ სრული განაცხადი, პროექტის შინაარსობრივი და ფინანსური აღწერით.

გრანტები გაიცემა 3,000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სრული განაცხადი წარმოდგენლი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტებზე: akhvlediani@sapari.ge და wisegrants@mercycorps.org

წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: “The SSG Application 2023 Georgia”.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: akhvlediani@sapari.ge

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

იმისათვის, რომ ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში:

  • შეავსეთ ელექტრონული აპლიკაცია (სააპლიკაციო ფორმა და ბიუჯეტის ფორმა) და გამოაგზავნეთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე 15 დეკემბრამდე;
  • წარადგინეთ ინფორმაცია აპლიკანტი ორგანიზაციისა და იმ პირების/ჯგუფების შესახებ, რომლებიც ჩაერთვებიან მცირე მასშტაბის საგრანტო პროგრამაში (CVs და SOWs);
  • თანადაფინანსების შემთხვევაში, წარადგინეთ ინფორმაცია თანადამფუძნებლის, დონორის და პარტნიორი ორგანიზაციის/ორგანიზაციებისა და მათი პროექტში ჩართულობის შესახებ.
  • წარმოადგინეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, შეესაბამებოდეს განცხადებას და დაეხმარება პროგრამის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებაში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • საინფორმაციო შეხვედრა მცირე გრანტების მიღებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან გაიმართება 8 დეკემბერს, ონლაინ, 12:00 საათზე; შეხვედრით დაინტერესებულმა მხარეებმა მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: akhvlediani@sapari.ge
  • განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით akhvlediani@sapari.ge და wisegrants@mercycorps.org  ქართულ ან სომხურ ენებზე 2023 წლის  05 დეკემბრიდან  15 დეკემბრის  პერიოდში.
  • ნებისმიერი განაცხადი, რომელიც წარდგენილი იქნება 15 დეკემბრის შემდეგ აღარ განიხილება.
  • შემოსული განაცხადების განხილვა და შერჩევა დასრულდება 2024 წლის 05 იანვრისთვის.
  • საინფორმაციო სესია გრანტის მიმღებთათვის გაიმართება 2024 წლის 10 იანვარს.

აუცილებელი დოკუმენტები: