ჩვენი სერვისები
![](/wp-content/themes/pixwell-child/assets/images/sidebar-law-help.png)
იურიდიული დახმარება
ჩვენ გვყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, გენდერულად მგრძნობიარე იურისტების გუნდი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობენ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს. საქმეებს ვაწარმოებთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საერთაშორისო სასამართლოებში.
ჩვენი იურისტები ამჟამად მუშაობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. უფასო კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე:
599 407 603

![](/wp-content/themes/pixwell-child/assets/images/sidebar-social-help.png)
სოციალური სერვისი
ჩვენს ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის სოციალურ სერვისს ვაწვდით:
• ბენეფიციართა პირველადი კონსულტირება, ფსიქოსოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში, არსებულ სერვისებში ბენეფიციართა ჩართვა/გადამისამართება;
• „საფარში“, ორგანიზაციის მულტიდისციპლინური გუნდი თითოეული ბენეფიციარის შემთხვევის ინდივიდუალური დაგეგმარებას აწარმოებს (მომართვა, მომსახურების მიწოდება/გადასინჯვა და მომსახურების დასრულება);
• ბენეფიციართა ადვოკატირება;
• ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოემოციური მხარდაჭერა, მხარდაჭერა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისა და შემდგომი პროცესების ემოციურ გამკლავებაში.
• ბენეფიციართა დასაქმება/გადამზადების ღონისძიებების განხორციელება (დარეგისტრირება პროფესიულ კურსებზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, პროვაიდერ დამსაქმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა);
• ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში მხარდაჭერა.
საფარი პერიოდულად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან, სერვისების მოძიებისა და ბენეფიციართა შესაბამისი რესურსების დასაკმაყოფილებლად.

![](/wp-content/themes/pixwell-child/assets/images/sidebar-psychological-help.png)
ფსიქოლოგიური სერვისი
ჩვენს ბენეფიციართა ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის, ფსიქოთერაპიული კურსის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად და სხვა ამგვარი საჭიროებებისათვის, ვთანამშრომლობთ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT).