121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ...
უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება ხელისუფლების ოპონენტებზე და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, რაც “ქართული ოცნების” მიერ არის მართული. ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და, ხალხზე გაბრაზებული, მათ ფიზიკურად უსწორდება. უკვე მეორე თვეა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო ...
14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და ...
8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყანად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა – ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა ...
საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ, BBC-ის ეთერში რუსულ კანონზე, მიმდინარე პროტესტსა და დარბევაზე ისაუბრა. “ქართველ ხალხს ესმის, რომ რუსული კანონი არ გვჭირდება. ის საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის და ბარიერია ევროპული ინტეგრაციისთვის.” – ბაია პატარაია. ...
2024 წლის 30 აპრილს და 1 მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად ...
სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა, რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა. ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული ...
ხელმომწერი ორგანიზაციები: ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას,სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმითარ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე,შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა. ...
20 აპრილს ქალთა მოძრაობის ორგანიზებით საქართველოში ქალთა მარში გაიმართა. თბილისში, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა, სადაც ისევე, როგოც გასულ წელს, ქალებმა ხმამაღლა თქვეს, რომ არ შეეგუებიან რუსულ კანონს და არ დათმობენ წლების განმავლობაში მოპოვებულ უფლებებს. რუსულ კანონს და ...
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება გუშინ, 11 აპრილს, “ქართულმა ოცნებამ” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: “არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად”. ...
დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია, საქართველო გამოყონ ევროპისგან. რუსული კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ პარლამენტში, სპობს ჩვენი, ქართველი ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტი დასმენებისა და რეპრესიების დროში ...