სამოქალაქო პლატფორმა ”არა ფობიას!” ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან ...
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის ...
სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობასა და განცხადებებზე, რომლებიც UEFA-ს მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დაჯილდოების დაანონსებას მოჰყვა. ”არა ფობიას!” მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წევრებს, რომლებიც ცხოვრების ...
სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” საგანგებო განცხადებით ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სექსისტურ, სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს. ...
არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ღია საზოგადოება – საქართველო, ...