მაკიაჟი თანამედროვე მასობრივ კულტურაში ქალის თვითრეპრეზენტაციის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. ჩვენს რეალობაში, მაკიაჟის ტარების საკითხი ესთეტიკური გემოვნების ფარგლებს დიდი ხანია, რაც სცილდება. ხშირად გვესმის, რომ „ლამაზი ქალი“ ნიშნავს „მოვლილ ქალს“. ...
მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელი სუფრაჟისტები კანტიკუნტად ცდილობდნენ, შეღებილი ტუჩების იმიჯი ქალთა უფლებებისთვის ...