თსუ-ში სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, „როიალ დენტში“ სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობს. პარალელურად, სტაჟირებას გადის სხვადასხვა ორგანიზაციაში. 22 წლისაა, მაგრამ დროს ყველაფრისთვის პოულობს – ხუმრობა საქმე ხომ არაა, სოფელ ბაკურციხეში საკუთარი ფერმა აქვს, მწყრების ფერმა. ...

ნინო ზამბახიძე საქართველოში ერთ-ერთი პირველი წარმატებული ქალი ფერმერია. დღეს მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით კი არა, მსოფლიო უმაღლეს ეკონომიკურ წრეებში იციან. ორი დღის წინ, ნინომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი თავმჯდომარის კლაუს შვაბისგან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „ძვირფასო ნინო, გილოცავთ! ...