წელს თბილისის საკლუბო სცენა და ფესტივალები გაერთიანდნენ და ერთობლივად უჭერენ მხარს ქალების მოთხოვნას სქესობრივი დანაშაულის რეფორმის შესახებ. თბილისის გასართობი სივრცეებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების დაცვა. მარტის თვე ყოველწლიურად ქალების გაძლიერებას ეძღვნება და კლუბებმა, საფართან ერთად, ...
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ტენდენციას, რომლის კიდევ ერთი მაგალითი ბექა გრიგორიადისის უფლებების დარღვევაა. პოლიცია კვლავ უკანონოდ უკრძალავს მოქალაქეებს, საპროტესტო აქციის დროს გაშალონ კარავი, თავს ესხმის მოქალაქეებს და ართმევს მათ საკუთრებას. 28 მაისს ...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს, დღეს უკრაინა და მთელი ევროპა რუსეთის აგრესიით და პუტინის მიერ ...
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ კახა კუჭავას ბატონო კახა, 2021 წლის 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინათინ ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი ...
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“, “კოალიცია თანასწორობისათვის” და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები ეხმაურებიან „თბილისი პრაიდის“ და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ ...
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს. ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ...
დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა ...
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის – ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე მსჯელობს. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მაშინ როდესაც, დღემდე არ დამდგარა 20 ივნისის აქციის დისპროპორციულად დასჯაზე პასუხისმგებელი პირები და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან ...
2020 წლის ივნისში და დეკემბერში 13 წლის გოგო მასზე 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გააუპატიურა. დეკემბერში საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ დამნაშავე პასუხისგებაში არ მიცემულა. 2021 წლის 9 თებერვალს 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვნეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს.[1] გოგონას ...
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვებას. მიგვაჩნია, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს. 2021 წლის 4 ...
ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა; ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო ...
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის (HRHF) ერთობლივი განცხადება: აუცილებელია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებში აღმოჩენილ პროგრამულ ხარვეზთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდეს ჯანსაღ დისკუსიას და კრიტიკას. თბილისის ...
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო. სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო ...
საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ვეხმიანებით 15 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციას, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიმართ განზრახული შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა სავარაუდოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, დაუკვეთა. კადიროვი გიორგი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა მას შემდეგ, ...