ესმა გუმბერიძის ბლოგი საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირეული უფლებაა. მასზე, როგორც სამიდან ერთ–ერთ ბუნებით უფლებაზე, მიუთითებდა ჯერ კიდევ ჯონ ლოკი, მე–17 საუკუნის ინგლისელი მოაზროვნე. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლით, რომელიც განთავსებულია მე–2 თავში: „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“. ...