„საფარს“ ახალი პროექტების მენეჯერი ჰყავს – ნათია გამხიტაშვილი, რომელიც უკვე მიმდინარე თვიდან აქტიურად ჩაერთო ორგანიზაციის საქმიანობაში. ნათიამ 2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტი, სამართლის მიმართულებით. იმავე წელს, სწავლა განაგრძო საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით ქალაქ ტურკუში, ...
1 სექტემბრიდან, ჰოლანდიის საელჩოს დაფინანსებით, „საფარმა“ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის სახელწოდებაა „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის”. საქართველოში სექსუალური ძალადობის პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ ტაბუებს. პრობლემის შესახებ არასაკმარისი ცნობიერების, სტიგმატიზაციისა და შურისძიების შიშის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობის, ...
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს; ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს; ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს; „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, ჯოან ბერს; „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალურ მდივანს, კუმი ნაიდუს; „ჰიუმან ...
2018 წლის 8 ნოემბრიდან, „საფარი“ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონას ინტერესებს. ბავშვი გამოკითხულ იქნა შსს ისანი-სამგორის განყოფილების მიერ, თუმცა, გამოკითხვა ჩატარდა არასენსიტიური და არამგრძნობიარე ენით, რის გამოც, მსხვერპლი იყო ძალიან დათრგუნული. ვინაიდან, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს (8 წლის ბავშვს) და სახეზე ...
ხვალ, 3 მაისს, 10.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძალადობის შემთხვევაზე – თეკო მიქაძის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 26 აპრილს მოქალაქე თეკო მიქაძემ სოციალური ქსელი ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ...
ამა წლის 1 აპრილიდან, საფარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. “ფანჯარას” – აზერბაიჯანულენოვანი ვებ პლატფორმის შექმნა, საფარის მიერ წლების მანძილზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემთან მუშაობის გამოცდილებამ უკარნახა. პროექტი მთლიანად ეთნიკურად აზერბაიჯანელი ადამიანების ქართულ საზოგადოებაში უკეთესი ინტეგრაციისთვისაა გამიზნული. სახელმწიფო ენის ...
საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების არარსებობა, საფარი, 2018 ...
საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მორიგი ასეთი თავდასხმა, კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში, 22 ოქტომბერს, განახორციელა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის კომენტარის პასუხად, რომელიც ...
გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის ...
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის საჭიროება, 2018 ...
ხვალ, 20 სექტემბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართება კავშირი “საფარის” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილ იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის საბოლოო შედეგები (2016-2017 წწ). ორგანიზაციები წარადგენენ ანგარიშს თემებზე: ქალთა ...
ხვალ, ორშაბათს, 17 სექტემბერს, 12.00-ზე, “საფარის” ოფისში გაიმართება პრესკოფერენცია ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ჩადენილ ე. წ. “ღირსების დანაშაულზე” – საჯაროდ ცემისა და სიკვდილის ფაქტზე, “საფარმა” და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით, ქალთა ...